LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სააკაშვილი საქართველოში გამოცდილი “ბოევიკების”ჯგუფების შემოყვანას გეგმავს”

45

„კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვაცხადებ, რომ სააკაშვილს აქცენტი და გათვლა აქვს გამოცდილ “ბოევიკთა” ჯგუფების საქართველოში თანამიმდევრულ შემოყვანაზე,“ – ამის შესახებ უშიშროების ექსმინისტრი ირაკლი ბათიაშვილი­ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ აცხადებს.

„შეიარაღებული ჯგუფები არსებობენ და ჩვენდა სამწუხაროდ, ისინი დაკომპლექტებულია როგორც ქართველი, ისე უკრაინელი მებრძოლებით. სააკაშვილი და მისი ვიწრო წრე – გია ლორთქიფანიძე და დავით კეზერაშვილი აქტიურად მუშაობენ, რომ ამ საქმეში ჩართონ საბრძოლო გამოცდილების მქონე ჩეჩნური ჯგუფები და ისინი თანამიმდევრულად შემოვიდნენ საქართველოში. ბევრია ასეთი ჯგუფი, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მებრძოლები, ასევე ის ჯგუფები, რომლებიც შესაძლოა ჩრდილო კავკასიიდან შემოვიდნენ. მებრძოლების შემოსვლა თურქეთიდან ან რუსეთიდანაც არ იქნება პრობლემა.

რაც შეეხება შეიარაღებას, ყოფილ ხელისუფლებას დიდძალი შეიარაღება აქვს გადამალული საქართველოს ტერიტორიაზე. მათი 80-90% აღმოუჩენელია. ამის იმედზეა სააკაშვილი. ჩვენს ხელისუფლებასა და შესაბამის სტრუქტურებს დიდი შრომა ელის. მთავარია, არ შეცდნენ ჩვენი ღირსეული მამულიშვილები და საამაყო ქართველი მეომრები, ვინმე სააკაშვილმა არ გამოიყენოს თავისი მიზნებისთვის, რაც მას გადაწყვეტილიც აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g