თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს, ექსპრეზიდენტი შეუძლოდ გახდა.
მან სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ ექიმის დახმარება სჭირდებოდა. ის შემდეგ სასამართლოს დარბაზიდან გაიყვანეს.
„მინდა ქართველ გმირებს მივაგო პატივი, ვინც უკრაინაში იბრძვის, ვინც უკრაინაში დაიღუპა. დღეს ასევე არის კახა ბენდუქიძის 66 წლისთავი, ეს არის ჩემი ძალიან ახლო ადამიანი. ადამიანი, რომელიც ბოლო ვისაც ესაუბრა, მე ვიყავი. მინდა სასამართლოსთან შეკრებილ ხალხს მივესალმო. თუ შეიძლება ექიმის დახმარება მჭირდება, ხელი მომკიდეთ“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა რამდენიმე წუთით შესვენება გამოაცხადა.