LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდირება სურთ, სწორედ ამ ინსტიტუტს აქვს მისი წამებისა და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ამსახველი კადრები: ლიზა იასკო

124
ლიზა იასკო

„სააკაშვილი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდირება სურთ, სწორედ ამ ინსტიტუტს აქვს მისი წამებისა და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ამსახველი კადრები“, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, „საშინელია ის კადრები, რომელიც ყველამ ვიხილეთ, მაგრამ სხვა ვიდეოჩანაწერებიც არსებობს“.

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება

“წინასაახალწლო სიურპრიზად”, მე და ჩემმა თანამშრომლებმა, „ინტერპრესნიუსიდან“ გავიგეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ,,გაუქმების” შესახებ: ლონდა თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე საუბარი არ არის – ერთი სამსახური ჩანაცვლდება ორით: კობახიძე

თავის დროზე, არასამთავრობო სექტორი გვსაყვედურობდა ეს ორი უფლებამოსილება არ უნდა იყოს ერთადო: თეა წულუკიანი ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხზე

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების უკან პოლიტიკური ანგარიშსწორების მოტივები შეიძლება დავინახოთ: ნიკა სიმონიშვილი

„სააკაშვილი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდირება სურთ, რადგან სწორედ ამ ინსტიტუტს აქვს მისი წამებისა და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ამსახველი კადრები. საშინელია ის კადრები, რომელიც ყველამ ვიხილეთ, მაგრამ ასევე სხვა ვიდეოჩანაწერებიც არსებობს. რადგანაც სიმართლეს ბოლომდე არ გვეუბნებიან, ვფიქრობ, შესაძლოა, რომ უბრალოდ ამ ინსტიტუტის ლიკვიდირება სურთ.

მიხეილ სააკაშვილი ძალიან ელოდება ხვალინდელ შეხვედრას ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან. ვიმედოვნებთ, რომ ამ საუბარს რაღაც პოლიტიკური შედეგიც მოჰყვება. დიდი პატივისცემა ყველას, ვინც დიალოგზე მიდის და მხოლოდ ზიზღით არ საუბრობს. ეს ძალიან მისასალმებელია“, – აღნიშნა ლიზა იასკომ.

ხვალ გორის ჰოსპიტალში გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილს შეხვდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g