LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი სუსტადაა, მაგრამ მზად არის ხვალინდელი შეხვედრისთვის სასამართლოში: ნიკოლოზ ყიფშიძე

90
ნიკოლოზ ყიფშიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი აცხადებს, რომ სააკაშვილი სუსტადაა, მაგრამ მზად არის ხვალინდელი შეხვედრისთვის სასამართლოში.

მისივე თქმით, გუშინდელისგან განსხვავებით დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესი იყო.

„დღეს, გუშინდელისგან განსხვავებით ქვემოთ ჩამოსვლა შეძლო მეხუთე სართულიდან, რასაკვირველია, ლიფტით. შემხვდა პაემნების ოთახში. ეს შესაძლებლობა გუშინ არ ჰქონდა. გამოიყურება სუსტად, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ მზად არის ხვალინდელი შეხვედრისთვის სასამართლოში“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მისივე განცხადებით, ციხეში კოვიდის გავრცელების შესახებ იკითხა, რაზეც უპასუხეს, რომ „არავითარი კოვიდი არ ყოფილა“.

„მითხრეს, რომ არავითარი კოვიდი აქ არ ყოფილა, მე ვიმეორებ, რაც მითხრეს. მეტი ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა ექიმმა.

კოვიდი დაუდასტურდა გლდანის ციხის დირექტორს, რომელსაც შეხება ჰქონდა მიშასთან: ნანუკა ჟორჟოლიანი

მიხეილ სააკაშვილს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება: №18 სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g