LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი თავისი შვილების დედებს როგორც ექცევა, იმაზე უარესად ექცევა ქართულ საზოგადოებას – თამარ ჩერგოლეიშვილი

518
dsc_4356

„გახსოვდეთ, რომ საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი სააკაშვილია. სააკაშვილი განასახიერებს ოპოზიციას იქამდე, ვიდრე ელექტორალურ საფუძველს არ გამოვაცლით ქართული საზოგადოების დემორალიზაციის უშრეტ წყაროს“, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ წერს.

„დაიმახსოვრეთ, ამ დემორალიზებული ჩმორით ოპოზიციის სათავეში, საქართველო რუსულ რეჟიმს ვერ დაამარცხებს და რუსულ ჭაობში ჩარჩება.

რამე რომ მოიგო, მორალური უპირატესობა გჭირდება. ეს ხელოვნურად, მედიით და ფულით შანტაჟით მოტივტივე არარაობა უნდა განადგურდეს პოლიტიკურად, თუ წინსვლა გვსურს.

მიხეილ სააკაშვილი: „ყველანაირი ბინძური ჭორის გასაფანტად, ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას“

პოლიტიკურად უნდა განადგურდეს ყველა, ვინც ამ დემორალიზებულ, უკბილო მონსტრს წყალს უსხამს, ვირტუალურ რეალობას უქმნის, კონკურენტებს უვიწროვებს და საქართველოს რუსული ჭაობისთვის წირავს. ესაა სიმართლე და ამას წყალი არ გაუვა. წადით და მიჩივლეთ.

 

 

გახსოვდეთ, რომ საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი სააკაშვილია.

საააკაშვილი განასახიერებს ოპოზიციას…

Posted by Tamara Chergoleishvili on Thursday, 6 July 2023

 

 

p.s. თავისი შვილების დედებს როგორც ექცევა, იმაზე უარესად ექცევა ქართულ საზოგადოებას და ამ საზიზღრობას გვატენიან – ჭამეთ, მხსნელიაო, ეს ღორები!“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g