საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის შესამოწმებლად ორ საერთაშორისო ექსპერტზე თანხმობა უკვე გაცემულია, დანარჩენებზე ნებართვას კი დღეს ელოდებიან.
“თავდაცვის სამინისტრომ მეორე ექსპერტზე უკვე გასცა ნებართვა, მათ შეუძლიათ შემოვიდნენ და ჩაატარონ ექსპერტიზა. შესაბამისად, ისინი ორშაბათს დილით უკვე იქნებიან საქართველოში და მოვლენ ექსპერტიზის ჩასატარებლად. თუ დღეს მივიღებთ პასუხს, რომ შაბათ-კვირას შეუძლია შემოვიდეს ამერიკელი ექსპერტი, მაშინ შაბათ-კვირას ჩამოვა და შეიძლება იმუშაოს – საუბარია ექსპერტ-ფსიქიატრზე. დღეს უნდა იყოს საბჭოს სხდომა და იმედია, დანარჩენ ორზეც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს ნებართვას – ერთი გახლავთ ნობელის პრემიის ლაურეატი და მეორეც ამერიკის კონგრესის ოქროს მედლით დაჯილდოებული”, აცხადებს ხაჭაპურიძე.