LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი უნდა ჩამოვიდეს, მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს არა თაკო ჩარკვიანი, არამედ პოლიცია, რომელიც მშვიდობიანად მიაცილებს მე-12 დაწესებულებაში: სუბარი

90
1

“თაკო ჩარკვიანს იშვიათად ვეთანხმები და ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენ ერთ აზრზე ვართ – სააკაშვილი უნდა ჩამოვიდეს, მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს არა თაკო ჩარკვიანი, არამედ ქართული პოლიცია, რომელიც მას მშვიდობიანად მიაცილებს რუსთავში, მე-12 დაწესებულებაში.” – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.

ის ბრწყინვალე რეფორმატორია – სააკაშვილის დასაბრუნებლად თაკო ჩარკვიანი ორგანიზაციას აფუძნებს

როგორც სუბარმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რომ არ ჩამოვა, ყველამ იცის და ყველაზე კარგად კი ეს მისმა მომხრეებმა იციან:

“მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რომ არ ჩამოვა, მგონი, ყველამ იცის და ყველაზე კარგად მისმა მომხრეებმა, თუმცა თაკო ჩარკვიანს იშვიათად ვეთანხმები და ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენ ერთ აზრზე ვართ – უნდა ჩამოვიდეს, მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს არა თაკო ჩარკვიანი, არამედ ქართული პოლიცია, რომელიც მას მშვიდობიანად მიაცილებს რუსთავში, მე-12 დაწესებულებაში, სადაც მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ბადრაგი, დაცვა და დაწესებულების დირექტორი.

თაკო ჩარკვიანმა, ნიკა მელიამ და გიორგი ბარამიძემ კარგად იციან, რომ სააკაშვილი საქართველოში ვერ ჩამოვა, რადგან ეშინია.” – განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა დღეს განაცხადა, რომ ფუძნდება ორგანიზაცია, რომელიც მესამე პრეზიდენტის მშვიდობიანად დაბრუნებაზე იზრუნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g