ეს არის ჩვეულებრივი მორიგი აფიორა, არ შეიძლება ხალხი, რომელიც ასე გაძარცვეს, ასე კიდევ ახალი ტყუილებით კვებო – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მთავრობის ვალების განულების ინიციტივას.
მიხეილ სააკაშვილი პრემიერის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს რომლებსაც 2000 ლარზე ნაკლები ვალი აქვთ და ამის გამო შავ სიაში არიან ვალები გაუნულდებათ, ივანიშვილის მორიგ აფიორას უწოდებს.
“საუბარია მაქსიმუმ 30-40 მაქსიმუმ თუ ფანტაზიაა 50 ათას ადამიანზე, მაგრამ მე მგონია არ არის 50 ათას ადამიანზე ლაპარაკი, იმ ხალხზე, ვისაც აქვს 2000 ლარზე ნაკლები უიმედო ვალი, რომელსაც ისედაც ჩამოაწერენ ხოლმე. მთავარი რაც არის, ყველაფერი გააკეთა ივანიშვილმა, რომ მართლა კაპიკი არ გადაიხადა, იმიტომ რომ სადაც ერთი კაპიკის წაღლეტვის და გატყავების საშუალება მაინც არის, სადაც ადამიანს თუნდაც ერთი ლარი აქვს გადახდილი იმას არ ეხებიან, ეხებიან იმას, სადაც უკვე ხალხი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია მიტანილი, ეს არის ტოტალიზატორში ან კაზინოში მოთამაშე ადამიანი, ის რომ მაინც არ გადაიხდის არც ბინა აქვს ჩადებული, არც ხელფასი აქვს მიმაგრებული იმათზე… თორემ სადაც არის მშრომელი ადამიანი, რომელიც იხდის იპოთეკას, რომელიც არის დიდი პროცენტები, სადაც არის ლაპარაკი იმაზე ვისი სამომხმარებლო სესხიც მიბმულია ხელფასზე იმას არ ეხება. ეს არ ეხება საქართველოს საზოგადოებას, ეს არ ეხება ჩვენს საშუალო კლასს ან იმ ადამიანებს ვინც პატიოსნად იხდის.
“ეს კაცი ნამდვილი ლურჯი მელაა, ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან. ყველამ იცის, რომ მატყუარაა, ყველამ იცის, რომ ეს არის კაცი რომელმაც გააძრო არჩევნების წინ უფასო ფული, გააძრო სახელოდან გადასახადების ორჯერ შემცირება, დახურა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში და თქვა, ქუთაისში ვაშენებო, წადით და ნახეთ ის ტრიალი მინდორი, გააძრო დაპირება ასი ქარხნის და ბიტკოინების ქარხანა ააშენა თავისთვის და თქვენი დენი მოიხმარა.ეს კაცი ბაძავს ნამდვილად პაბლო ესკობარს, პაბლო ესკობარი იყო ცნობილი ნარკოტრაფიკერი, რომელმაც თქვა, რომ თუ გავიმარჯვებ არჩევნებში გადავიხდი კოლუმბიის საგარეო ვალს, ოღონდ უნდა გამაშენებინოთ ნარკოპლანტაციები მთელ კოლუმბიაში. მგონი ჩვენმა ხალხმა მშვენივრად იცის, ანუ 15 დეკემბრის შემდეგ „პოსლეზე მოგიტანთო.“ ერთი რამ მინდა ვურჩიო ჩვენს ხალხს, ივანიშვილის „პოსლეზე“ რა ღირს იცით, მოატანინეთ ყველაფერი რისი წაგლეჯვაც შეგიძლიათ დღეს,”- ამბობს რუსავი-2 თან მიხეილ სააკაშვილი.
შავ სიაში მყოფ 600 000 მოქალაქეს მილიარდნახევრიანი დავალიანება უნულდება. მათ ვალდებულებას საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” გადაიხდის. განცხადება ამის შესახებ პრემიერმინისტრმა არჩევნების მეორე ტურამდე 9 დღით ადრე გააკეთა.