LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის ადვოკატი ექსპერტების დასკვნაზე: მძიმე სურათია, არის ბევრი ისეთი დიაგნოზი, რომელიც საფრთხეში აგდებს მის სიცოცხლეს

91
Untitled design (1)

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ამერიკელი სამედიცინო ექსპერტ ერიკ გოლდსმიტისა და გასტროენტეროლოგ ჯეიმს კობის დასკვნები ცნობილია.

ამის შესახებ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ სურათი მძიმეა და არის ისეთი დიაგნოზები, რომლებიც მის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს:

„ბატონი გოლდსმიტის, ასევე გასტროენტეროლოგის და ბატონი კობის დასკვნები უკვე მიღებულია. ასევე მიღებულია ჟენევიდან გაეროს ექსპერტის დასკვნა.

საკმაოდ მძიმე სურათია, არის ბევრი ისეთი დიაგნოზი, რომელიც აშკარად საფრთხეში აგდებს მის სიცოცხლეს და არის ისეთი დიაგნოზები, რომლებიც ვერ განიკურნება სრულად. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც ვატყობ, იქნება მძიმე, ამიტომ სასამართლომ, წესით, უნდა მიიღოს.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად დავამტკიცებთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეს“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

“მისი სურვილია ასევე მივიდეს საგამოძიებო სამსახურში და ნახოს კადრები, რა ხდებოდა სააკაშვილთან მიმართებაში” – შალვა ხაჭაპურიძე ასახელებს 2 კითხვას, რომელსაც უცხოელმა ექსპერტებმა უნდა გასცენ პასუხი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g