LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის ადვოკატი: გადაადგილება შეუძლია, თუმცა სუსტადაა, კიდურები შეშუპებული აქვს – ელოდება ალტერნატიულ კონსილიუმს

121
გიორგი გელხაური 1

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის გიორგი გელხაურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დასუსტებულია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია.

როგორც მან ჟურნალისტებს მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი ალტერნატიულ კონსილიუმს ელოდება, რომელიც მასთან შევა.

გელხაურის თქმით, ექიმების ყოფილ პრეზიდენტის ანალიზებს აიღებენ და გაარკვევენ – ხომ არ არის რომელიმე სასიცოცხლო მაჩვენებელი ზღვარს ქვემოთ.

ადვოკატის განცხადებით, სააკაშვილი მედიკოსებს დღეს ელოდება, ხოლო რაც შეეხება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც გელხაურმა თქვა, მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები დღემდე ექიმებს მედიკამენტოზური ჩარევით ეკავათ, ხოლო ამის შემდგომ როგორ გაგრძელდება და რა პასუხებს მიიღებენ, მათთვის უცნობია.

„მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ისევ აგრძელებს შიმშილობას, არ აპირებს საკვების მიღებას და ელოდება ექიმებთან შეხვედრას. მისი სისუსტე ძლიერდება, თუმცა, მორალურად მხნედ არის და აპირებს ასე გააგრძელოს. სისუსტე გამოიხატება ფიზიკურ გადაადგილებაში, კიდურების შეშუპებაში.

მას ამ ეტაპზე გადაადგილება ფიზიკურად შეუძლია. თუმცა, საკითხის დაყენება რომ აუცილებლად უნდა იყოს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანილი, ვინაიდან გაგრძელდეს მისი მკურნალობა სამოქალაქო კლინიკაში, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ამას ყოველ ჯერზე ვითხოვთ.

რაც შეეხება სამედიცინო მომსახურებას, მიხეილ სააკაშვილისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა ხდება, ის ელოდება ალტერნატიულ კონსილიუმს, რომ აიღონ ანალიზები და ექიმებმა გვითხრან როგორია მისი ჯანმრთელების მდგომარეობა, რაიმე მონაცემი ხომ არაა სასიცოცხლო ნიშნულს ხელოვნურად ჩამოცდენილი“,- განაცხადა გიორგი გელხაურმა.

magti 5g