LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის ადვოკატი: სუსტად არის და დღის განმავლობაში რამდენჯერმე ლოგინიდან ადგომა ვერ მოახერხა

69
დიმიტრი საძაგლიშვილი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა გაუარესებულია, სუსტად არის და დღის განმავლობაში რამდენჯერმე ლოგინიდან ადგომა ვერ მოახერხა.

ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი კონსილიუმთან შეხვედრას მოითხოვს.

მიხეილ სააკაშვილს PCR ტესტი აუღეს და ველოდებით პასუხს: ადვოკატი

„პირველ რიგში, შევეხებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც გაუარესებულია. ის არის ძალიან სუსტად, აწუხებს დაბალი წნევა. დღეს რამდენჯერმე იყვნენ მასთან ოთახში, იმ მიზეზით, რომ ის ვერ ახერხებდა ლოგინიდან წამოდგომას და იქ მყოფი პირები დაინტერესდნენ, თუ რაში იყო საქმე.

დღესაც არ მომხდარა კონსილიუმის ვიზიტი პენიტენციურ დაწესებულებაში და მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს კონსილიუმთან შეხვედრას, ასევე პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტებული კონსილიუმის დაშვებას მასთან, თუმცა ხელისუფლების მიერ შექმნილი კონსილიუმის შემადგენლობის შესვლაც არის მისი მოთხოვნა,“- თქვა დიტო საძაგლიშვილმა.

ქადაგიშვილი ენმ-ზე: დაახლოებით 40 დღის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილის კვდომის პროცესი მოდის, მოდის, მოდის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g