“გირჩის” ლიდერი, დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მან არ იცის თუ რასთან დაკავშირებით იგეგმება აქცია ოპოზიციის მხრიდან.
“ვიცი, რომ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, სააკაშვილის ციხეში ყოფნა მეც არ მომწონს” – აცხადებს ხვიჩია.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ჯდომამ თავისი თავი ამოწურა, „ქართულ ოცნებას” ის შედეგი მიაღებინა, რაც უნდოდა.
“ახლა მის ციხეში ყოფნას არანაირი ელექტორალური მნიშვნელობა არ აქვს. სჯობს, აღარ აწვალონ, შეთანხმება შეასრულონ და საზღვარგარეთ სამკურნალოდ დროზე გაუშვან“, – განაცხადა ხვიჩიამ.