LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სააკაშვილის დედის უნივერსიტეტმა უარი გვითხრა, სტუდენტებისთვის დავალიანების ჩამოწერაზე“ – ირაკლი ღარიბაშვილი

1458
Untitled design (6)

„მინდა საზოგადოებამ იცოდეს – ყველაზე მეტს ვინც ხმაურობდა, „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიცია, რომ თითქოს, სტუდენტების ბედი ძალიან აღელვებდათ, სააკაშვილის დედის უნივერსიტეტმა უარი გვითხრა, რომ სტუდენტებისთვის დავალიანება ჩამოეწერათ,“– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ზემოაღნიშნული დასტურია, რომ ოპოზიცია ადამიანებს და სტუდენტებს „საკუთარი ბინძური პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად, ინსტრუმენტად იყენებს“.

„ეს თემა წლების განმავლობაში მოუგვარებელი იყო. მანამდეც ბევრი დისკუსია იყო ამ თემაზე.

დაწყებული მქონდა მოკითხვა ამ თემაზე, იქამდე სანამ ეს საკითხი გახდებოდა ცნობილი. ეს პრობლემა განათლების მინისტრს დავამუშავებინე.

გამოიკვეთა, რომ 30 ათასამდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო, სტატუსი ჰქონდათ შეჩერებული. ეს იყო დაახლოებით, 40 მილიონი ლარის დავალიანება.

მინისტრებს დავავალე, რომ სასწრაფოდ გამოენახათ გამოსავალი. მათ შეხვედრები გამართეს და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა უნივერსიტეტს, რომელიც ჩაერთო ამ ინიციატივაში. მათ სტუდენტებს ჩამოაწერეს და გაუნულეს დავალიანება.

რა თქმა უნდა, ყველას შევთავაზეთ. პირდაპირ არჩევანი დავუყენეთ, რომ შეუძლიათ [სტუდენტებს] ან ჩამოაწერონ ან არა.

არ ჩამოწერის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შევიძენდით ამ დავალიანების პორტფელს, ასე ვთქვათ. ასეც მოხდა რამდენიმე კერძო უნივერსიტეტის შემთხვევაში.

რაც ყველაზე საინტერესოა, რაც მინდა საზოგადოებამ იცოდეს, ყველაზე მეტს ვინც ხმაურობდა, „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიცია, რომ თითქოს, სტუდენტების ბედი ძალიან აღელვებდათ, სააკაშვილის დედის უნივერსიტეტმა უარი გვითხრა, რომ სტუდენტებისთვის დავალიანება ჩამოეწერათ. ეს ერთი.

მეორე ბატონი ბენდუქიძის უნივერსიტეტი იყო. მხოლოდ ორმა უნივერსიტეტმა გვითხრა უარი დავალიანების განულებაზე.

რა თქმა უნდა, მათ შევთავაზებთ, რომ ამ დავალიანებას ვიყიდით და ჩვენ ჩამოვაწერთ, ავუნაზღაურებთ. სხვა ყველა ჩაერთო ამ პროგრამაში. ამაშიც გამოჩნდა როგორ ზრუნავენ ისინი სტუდენტებზე.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს კამპანია აბსოლუტურად ყალბი იყო. ისევე, როგორც თქვენ, სხვა ადამიანებს, სტუდენტებს, საკუთარი ბინძური პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად, ინსტრუმენტად იყენებენ. თავად თქვეს უარი ჩამოწერაზე“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე იხილეთ: 

პრემიერის გადაწყვეტილებით, ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ 30 000-მდე სტუდენტს დავალიანებები გაუნულდება

განათლების სამინისტრო: დავალიანება კერძო უნივერსიტეტის სტუდენტებსაც გაუნულდებათ, რომელთაც სტატუსი შეჩერებული ჰქონდათ

„აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტს 1000 – მდე სტატუსჩერებული სტუდენტი ჰყავს, თუმცა მათ დავალიანება ვერ გაუნულდებათ, რადგან თანამშრომლობაზე უარი თქვეს“ – გიორგი ამილახვარი

 

magti 5g