LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის ძმა: ჩემი აზრით, უკრაინისთვის გადაცემას თვითონ მიშა არ დათანხმდება, მისი გული და სული საქართველოშია

8405
BeFunky-collage (21)

ჩემი აზრით, უკრაინისთვის გადაცემას თვითონ მიშა არ დათანხმდება, მისი გული და სული არის საქართველოში. როდესაც საქართველოში მოდიოდა, მას გათვითცნობიერებული ჰქონდა, ზუსტად იცოდა, რა ელოდა, მაგრამ პირველ რიგში, უნდა, რომ დაუდგეს ქართველ ხალხს, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ექსპრეზიდენტი საქართველოს ჯანმრთელი სჭირდება.

„ამ ეტაპისთვის ინფორმაციას ნამდვილად არ ვფლობ, ვიცი ნამდვილად, რომ გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში, რასაც არ ვეთანხმები. ამდენი ხმის განმავლობაში ვიბრძოდით, რომ გადაგვეყვანა მულტიფუნქციურ საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდებოდა ყველანაირი გამოკვლევა. ყოველი გათენებული დღე ჩემთვის არის ძალიან მძიმე, რადგან ყოველთვის ვიღებ ყურმილს, ადვოკატს ვურეკავ, ექიმს, პირველი არის, როგორ არის მიშა. ძალიან ძნელია ჩემთვის ყურება, უკვე ავედით შიმშილობის მერამდენე დღეზე. პირველ რიგში, ჩემთვის მნიშვნელოვანია მიშას ჯანმრთელობა, რადგან საქართველოს სჭირდება ჯანმრთელი მიშა. რაც ხდება დღევანდელ ქვეყანაში არაფერში წერია. როგორ შეიძლება ასე მოქცევა, მოტყუებით გაყვანა. რაც თავიდან გააჟღერეს განახორციელეს. ახლა ალბათ ყველასთვის ნათელია ვინ გასცემს კონკრეტულად, მთავრობა წყვეტს ღარიბაშვილის მეთაურობით. პირველ რიგში, მინდა რომ მიშას ვხედავდე ჯანმრთელს.

მიშას მინდა ვუთხრა, რომ გაუძლოს ამ ყველაფერს, წინა არის ყველაფერი და დარწმუნებული ვარ, გამარჯვებით დასრულდება ყველაფერი მიშასთვის“, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

“ციხის წარმომადგენელმა მითხრა, “აჰა, ჩიტო, ხო ჩაგიგდეთ ხელში”, გინებაც მოაყოლა… გამათრიეს მიწაზე, ჩამარტყეს კისერში, მათრიეს თმებით” – სააკაშვილის წერილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები