LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, რუსთავის ციხესთან მდუმარე აქცია იმართება

60
გაათავისუფლე მიშა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მდუმარე აქცია იმართება.

აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, რუსთავის ციხესთან ავტოკოლონებით მივიდნენ.

ეს არის სოლიდარობის აქცია. სოლიდარობას ვუცხადებთ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც იმყოფება პატიმრობაში. ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვენი სირცხვილი.

ქვეყნის პრეზიდენტი, სიმბოლო, აღმშენებელი, ადამიანი, რომელმაც ახალ ქართულ სახელმწიფოს ჩაუყარა საფუძველი, არ შეიძლება იმყოფებოდეს პატიმრობაში. ეს უნდა დავასრულოთ.

ტყუილად ჰგონია ივანიშვილს, რომ გავჩერდებით და პუტინის ტყვეობაში დავტოვებთ. მიშა იქნება თავისუფალი. ამის პირობას ვაძლევ მე ყველას“, – განაცხადა აქციაზე კობა ხაბაზმა.

 

ფოტო: ფორმულა
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g