LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ლაბორატორიული კვლების შედეგები გაუმჯობესებულია და საკვებსაც უფრო მეტს იღებს” – ზურაბ ჩხაიძე

254
BeFunky-collage - 2023-07-17T224635.061

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ლაბორატორიული კვლების შედეგები გაუმჯობესებულია და საკვებსაც უფრო მეტს იღებს, თუმცა არ არის ის კალორაჟი, რაც უნდა მიიღოს, – აღნიშნულის შესახებ კლინიკა „ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ „ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, პაციენტი ბევრად უფრო აქტიურია, უფრო მხნედ არის, გადაადგილებისას დამხმარე საშუალებასაც ნაკლებად და შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არ იყენებს.

„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, ლაბორატორიული კვლების შედეგები არის გაუმჯობესებული და კვების კომპონენტის უფრო გაუმჯობესებულია, თუმცა არა არის ის კალორაჟი, რაც უნდა მიიღოს მან. ჩვენ ყოველთვის ვერიდებით რაღაც კონკრეტული ციფრის დასახელებას, რადგან ამ წონის მატება განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქმება პაციენტისა და მისი გარემოცვის მხრიდან.

მაგრამ, როდესაც გაუგონარ ტყუილს ისმენ, თუნდაც მისი უფლებადამცველისგან, რომელმაც დაასახელა რაღაც ციფრი, რომელიც სრულიად არ შეესაბამებოდა რეალობას, მით უმეტეს, პაციენტის აწონა დღეს არ მომხდარა და საინტერესოა საიდან განსაზღვრა და როგორ განსაზღვრა ბატონმა შალვამ, დღეს პაციენტს წონა.

მე პირდაპირ გეტყვით, რომ წონაში მატება არის და ეს ჩვენ ძალიან გვახარებს და უნდა ახარებდეს თვითონ პაციენტის გარემოცვასაც, რომ გაუმჯობესებულია კვლევის შედეგები, გაუმჯობესებულია მისი ზოგადი მდგომარეობაც. პაციენტი ბევრად უფრო აქტიურია, უფრო მხნედ არის, გადაადგილებისას დამხმარე საშუალებასაც ნაკლებად იყენებს და შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არ იყენებს”, – საუბრობს ზურა ჩხაიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g