LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის ხმაურიანი დაპირისპირება კრიჟანკოვკაში

42

მიხეილ სააკაშვილის ვიზიტს სოფელ კრიჟანკოვკაში ხმაური მოჰყვა – ოდესის გუბერნატორის თქმით, სოფელში მდებარეობს უკრაინის პლაჟების საუკეთესო ნაწილი და მიწაც, შესაბამისად ძვირი ღირს, თუმცა აქ მიწის ნაკვეთებს სოფლის საბჭოს წევრები საკუთარ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უკანონოდ უნაწილებენ.

„უკრაინის სანაპიროზე მიწა ყველაზე ძვირი სოფელ კრიჟანკოვკაში იყიდება. მიწას აქ ადგილობრივი სოფლის საბჭო განკარგავს. აღმოჩნდა, რომ ნაკვეთების დიდი ნაწილი საბჭოს წევრების ახლობლებისთვის არის გამოყოფილი. გადავწყვიტეთ, ამ უკანონობისთვის წერტილი დაგვესვა. როდესაც ადგილზე მივედი, დამხვდა ხალხი პლაკატებით, მათი უმეტესობა კი სოფლის საბჭოს წევრები იყვნენ, ვისაც მიწა უკანონოდ აქვთ მითვისებული! ყურადღებით მოვისმინე ყველა მაცხოვრებლის აზრი, თუმცა ეს მაფია მე ვერ მომერევა.

იმედი მაქვს, პროკურატურა მოიძიებს და პასუხისგებაში მისცემს იმ ჩინოვნიკებს, ვინც კორუფციაშია ჩართული. ასეთი მდგომარეობაა მთელ უკრაინაში. უკვე დავიწყეთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ოდესაში და ამ კამპანიას ბოლომდე მივიყვანთ არა იმ რამდენიმე ადამიანის სასარგებლოდ, მე რომ მიყვიროდა, არამედ მთელი უკრაინელი ერის სასარგებლოდ,“ – წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/vb.260603653970023/1053393761357671/?type=2&theater” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g