საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისივე თქმით, მიხეილი სასამართლოსთვის ემზადება.
ნინო გოგორიშვილის განმარტებით, პაციენტის ლაბორატორიული ანალიზები ნორმის ფარგლებშია, თუმცა აღენიშნება მცირედი სისუსტე.
„დღეისთვის, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აღენიშნება მცირე სისუსტე, ლაბორატორიული ანალიზები ნორმის ფარგლებში არის. კვების რაციონი არის გაფართოებული და თითქმის არის უკვე სრული მენიუთი, შედგენილია ენდოკრინოლოგების სრული შეთანხმებით და ძალის აღდგენა მიდის.
დაიწყო უკვე ძალის გააქტიურება და ბატონი მიხეილი ემზადება სასამართლოსთვის. შემიძლია, ვთქვა, რომ დღეისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ვფიქრობ, რომ იქნება მზად სასამართლოსთვის“, – განაცხადა ნინო გოგორიშვილმა.