LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენაზე ერთი პირი დააკავეს

623
7A516150-CA65-44CF-8034-6E4CE5FD0D80-cx0-cy4-cw0-w1200-r1

პოლიციამ მიხეილ სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გუშინ თბილისში, “მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში” ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ინციდენტს დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტიც გამოეხმაურა.

შინაგანა საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

რატომ გაჩნდა “მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში” ხანძარი – გამოძიება დაწყებულია

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ქ., ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიმდინარე წლის 19 აპრილს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილებაში შემოვიდა მოქალაქის შეტყობინება, რომ მ.სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი იყო.

შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები. პირველადი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა ბიბლიოთეკის პირველი სართული.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით დაიწყო.

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.ქ. ცხელ კვალზე დააკავა. საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურებას გულისხმობს.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g