საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის გაეცნო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ხოლო განცხადებას ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.
როგორც პრემიერი აცხადებს, სპეციალური ბრიფინგი რამდენიმე საათში ჩატარდება.
“მე არ მსურს ამ თემაზე ვრცელი კომენტარი გავაკეთო… ეს არ არის ჩემი პრეროგატივა” – აცხადებს ღარიბაშვილი.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ თავად რა პოზიცია აქვს სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანასთან და მის შიმშილობასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს მისი პრეროგატივა არ არის და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ განცხადებას იუსტიციის მინისტრი გააკეთებს.
“ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა და მხოლოდ ამ თემაზე მაქვს კონცენტრირება” – აცხადებს პრემიერ მინისტრი. მისი თქმით, პატიმრებზე საუბარი მან დაასრულა.