„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და გენეტიკის გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი, გიორგი ჩალაძე აცხადებს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობის დროს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამედიცინო პროცედურებს ბადრაგის თანამშრომელი ესწრებოდა, რაც მნიშვნელოვანი დარღვევაა.
მისივე განმარტებით, როდესაც მიხეილ სააკაშვილს დასჭირდება გადაუდებელი კვლევის ჩატარება, ამას სჭირდება სპეციალისტების ჩამოყვანა.
„ინციდენტი ბადრაგთან იყო 2 შემთხვევაში : როდესაც მას შეუზღუდეს ფანჯრის გახსნა, რისი უფლებაც მას აქვს და ბადრაგის თანამშრომელი ესწრებოდა სამედიცინო პროცედურებს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევა.
როდესაც დასჭირდება გადაუდებელი კვლევის ჩატარება, ამას სჭირდება სპეციალისტების ჩამოყვანა. მობილობა, რომელიც მის ჯანმრთელობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს, ვერ იქნება უზრუნველყოფილი. ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ეს ნიშნავს სასჯელის გადავადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ან სხვა ფორმის მოგონებას. თუ ჩვენი მიზანია, მიშა სააკაშვილის სიკვდილით დასჯა, მაშინ შეგვიძლია, გავაგრძელოთ ის პროცესი, სადაც ვართ“,- ამბობს გიორგი ჩალაძე.