“სააკაშვილის შეწყალებაზე ჩემი პოზიცია უცვლელია, არა და არასოდეს”, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ამ საკითხს არასოდეს დაუბრუნდება.
“ჩემი პოზიცია, სააკაშვილის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია, არა და არასოდეს. ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშაულო მსხვერპლის არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, ის არის ნებაყოფლობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოღწეული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლაც მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას. ამის მიუხედავად და გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტკურ ინტერესიდან, ის უნდა იყოს მიჩნეული განსაკუტრებულ პატიმრად, ეს მოითხოვს პენინტენციალური ადმინისტრაციისგან და ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას, ყველა ზომის მიღებას, რათა ჯანმრთელობის გაუარესება არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციის ან დესტაბილიზაციის მიზნით”-განაცხადა ზურაბიშვილმა.