LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის სურვილია პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვა: ხერხეულიძე

91
ეკა ხერხეულიძე

“მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადმოყვანა, ეს არ არის ის გზა, რაც ქვეყანაში შემოსვლისას იყო გაცხადებული, მისი სურვილია პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვა.” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა, ეკა ხერხეულიძემ გორის ჰოსპიტალში ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ხერხეულიძის თქმით, ეს საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას და ამასთან დაკავშირებით მან სააკაშვილთან ისაუბრა:

“მიხეილ სააკაშვილი ახლა მკურნალობას გადის, თავისთავად, ის სერვისი, რაც აქ არსებობს, ეს არ არის სრულყოფილი, ყველამ ვიცით.

მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროებს კვალიფიციურ, ფუნდამენტურ კვლევას. ამის შესაძლებლობა აქაც არ არის, მაგრამ ის, რომ ვიღაც დაინტერესებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადმოყვანა, ეს არ არის ის გზა, რაც ქვეყანაში შემოსვლისას იყო გაცხადებული, მისი სურვილია პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვა.

მას არ აქვს არანაირი შესაძლებლობა სასამართლოებზე მიმართოს ხალხს. ახლა დგება მთავარი საკითხი, მისი გათავისუფლების საკითხი. ეს პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას და ამასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, ასევე გეგმებზე და ვისაუბრეთ ჩვენს შიდა წრეზე, რომელიც ჩემთვისაც და მისთვისაც მნიშვნელოვანი იყო.” – განაცხადა ხერხეულიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g