LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის წერილი: ამ წუთიდან უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე – ანალიზებზე, რეანომობილის მომსახურებასა და შემოწმებებზე

163
1

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს და აცხადებს, რომ ის უარს ამბობს შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, მათ შორის ანალიზებზე, რეანიმობილის ბრიგადის მომსახურებასა და შემოწმებაზე.

აღნიშნული წერილი საზოგადოებას სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო, წერილით ყოფილი პრეზიდენტი მე-12 პენიტენციური დაწესებულების უფროსს, ზურაბ მოდებაძეს მიმართავს:

‘”ამ წუთიდან უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებზე, რეანომობილის ბრიგადის მომსახურებაზე და შემოწმებებზე. მხოლოდ მივიღებ იმ წამლებს, რაც შიმშილობას არ უკავშირდება, სანამ შეხვედრათა ოთახს არ დაუბრუნებთ პირვანდელ სახეს და არ მომეცემა ჩემი პროცესუალური უფლებებით სარგებლობის საშუალება.” – აცხადებს სააკაშვილი.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში შექმნილი სხვადასხვა პრობლემა და კომუნიკაციის უფლების წართმევაც, ასევე სხვა გარემოებები, მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას სააკაშვილის მკვლელობის გეგმა აქვს:

“ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ დაწყებული ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემებით, გაგრძელებული ასეთი წვრილმანი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი შინაარსობრივი პრობლემების შექმნით, როგორიც არის კომუნიკაციის უფლების წართმევა პრეზიდენტ სააკაშვილისთვის, რეალურად ეს გარემოებები უთითებს იმას, რომ ხელისუფლებას აქვს სააკაშვილის მკვლელობის გეგმა.

მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარია და შესაბამისად, “ქართული ოცნება” ასრულება სწორედ მის დავალებებს.” – განაცხადა საძაგლიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები