LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის ყველაზე დიდი მტერი მისი პოლიტიკური წარსულია – კალაძე

85
misha kala

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ „სააკაშვილის ყველაზე დიდი მტერი მისი პოლიტიკური წარსულია“.

კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ წარსულზე უკრაინელი ჟურნალისტების მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმის კომენტირებისას ისაუბრა.

კალაძის თქმით, სააკაშვილის მტერი ის ქმედებებია, რაც მან წარსულში საქართველოს მოსახლეობის წინაშე აკეთა.

„სააკაშვილთან მიმართებაში ახალს ვერაფერს ვერ ვიტყვი. ერთადერთი, რაც შემიძლია დავამატო და ვთქვა, რომ მისი ყველაზე დიდი მტერი არის მისი პოლიტიკური წარსული, ის ქმედებები, რაც მან წლების განმავლობაში აკადრა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ აკეთა“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, ძველი დრო არასდროს დაბრუნდება.

„წარსულს ჩავაბარეთ წლები, როდესაც განსხვავებული აზრის გამო ადამიანები იდევნებოდნენ, სამსახურებში ვერ ინიშნებოდნენ და ათავისუფლებდნენ”, – ასე აფასებს დედაქალაქის მერი “ევროპული საქართველოს” ინიციატივას, რომელიც სკოლის დირექტორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადებას ითვალისწინებს.

„საბედნიეროდ, ჩვენ ყველამ ერთად წარსულს ჩავაბარეთ წლები, როდესაც განსხვავებული აზრის გამო ადამიანები იდევნებოდნენ, სამსახურებში ვერ ინიშნებოდნენ და ათავისუფლებდნენ. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, არასდროს დაბრუნდება საქართველოში ის დრო, რომ განსხვავებული მოსაზრების გამო, ვინმე სამსახურიდან გააგდონ ან დასაჯონ“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, “ევროპული საქართველო” სკოლის დირექტორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადებას მოითხოვს.

პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, ხელისუფლება იმ დირექტორებთან, რომლებსაც სახელშეკრულებო ვადა ამოეწურათ, პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტს იყენებს.

 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არსებული ეპიდემიური ვითარების ფონზე, კონკრეტული პარტიის ქმედებებით ჩანს მათი დამოკიდებულება ქვეყნის, საზოგადოებისა და მოსახლეობის მიმართ. მან ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების შეკრებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქცია პირბადეებისა და დისტანციის დაცვის გარეშე ჩატარდა.

„არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ ქვეყნის მოსახლეობის წინაშე, ქვეყნის მართვაზე. არსებობენ პარტიები, რომლებსაც არაფერი აინტერესებთ ამ ქვეყანაზე, გარდა საკუთარი მიღწევებისა (ვიცოდით, რომ ისინი უპასუხისმგებლოები იყვნენ, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა) ნახეთ, როგორი აქცია ჩატარდა ბათუმში, ყოველგვარი პირბადეებისა და დისტანციის დაცვის გარეშე. თუმცა, როგორც ვიცი „ევროპულმა საქართველომ“ საერთოდ გააუქმა ამომრჩევლებთნ შეხვედრა, აქ გამოიხატება პარტიების მიდგომა და დამოკიდებულება როგორც ქვეყნის, ასევე საზოგადოებისა და მოსახლეობის მიმართ“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც მან განმარტა, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, ხელისუფლებამ წერტილოვანი შეზღუდვები უკვე დააწესა. კალაძის თქმით, მთელი ქვეყნის ჩაკეტვა არ იგეგმება, როგორც ეს ვირუსის პირველი ტალღის დროს მოხდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g