LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილისადმი მოპყრობა და ამის ჩვენება ხელისუფლების ამორალურ ბუნებაზე მეტყველებს: თინა ხიდაშელი

458
tina-khidasheli-w-h

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ტრანსპორტირებისა და გლდანის დაწერებულებაში შესახლების კადრებს ეხმიანება.

“სიგიჟე უკვე ყოველდღიური, რამის ყოველწუთიერი ხდება. ბოროტების ბოროტებით დამთრგუნავი არგუმენტები, შუა საუკუნეებიც კი არ არის .

შურისძიება, ანგარიშსწორება, საჯაროდ დამცირება მხოლოდ უკიდურესად მხდალ, მშიშარა, პატარა ადამიანებს შეუძლიათ.

ნეტავ, თუ ვაცნობიერებთ ბოლომდე როგორი საშიში და დამაზიანებელია ასეთი ხელისუფლება; ნეტავ, თუ ვაცნობიერებთ, რომ პატიმარ სააკაშვილისადმი მოპყრობა და შემდეგ ამ ყველაფრის ტელეეთერში ჩვენება ხელისუფლების უკიდურესად ამორალურ ბუნებაზე მეტყველებს, რაც მათ არასოდეს, არაფრის წინაშე არ შეაჩერებთ; ნეტავ, როგორ გვძინავს მშვიდად (თუკი და ვისაც), როდესაც ვიცით, რომ კინოჩვენებაზე კი ვართ, ეს ჩვენი ქვეყნის რეალობაა”.

სახალხო დამცველი: შეურაცხმყოფელი ფორმით მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებით ირღვევა მისი პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება

ნინო წილოსანი: სახელმწიფო სისტემა სააკაშვილს ყველა კანონისა და მისი უფლების დაცვით ექცევა – კადრების გავრცელება მიზნად საზოგადოების ინფორმირებას ისახავდა

magti 5g