LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილისთვის სასიამოვნო აღმოჩნდა ეკლესიის პოზიცია, გამოთქვამს თანამშრომლობის სურვილს ნებისმიერ გარემოში – ეკა ხერხეულიძე

62
სააკაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ხერხეულიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა, აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს მოლაპარაკებისთვის და ამისთვის არანაირ წინაპირობას არ აყენებს.

მისივე თქმით, ექსპრეზიდენტისთვის სასიამოვნო იყო ეკლესიის პოზიცია, რომელმაც მხარეებს შესარიგებლად საპატრიარქოში შეხვედრა შესთავაზა.

„უნდა ვაღიაროთ შეცდომები, სჯობს ეკლესიაში შევიკრიბოთ, თუ არა, ჩვენი შერიგების შანსი არ არის“ – მეუფე იაკობმა პოლიტიკოსებს შერიგება ამბიონიდან შესთავაზა

“მიხეილ სააკაშვილისთვის სასიამოვნო აღმოჩნდა ეკლესიის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სურვილი გამოთქვეს, შეხვედრა გაიმართოს ეკლესიაში, საპატრიარქოში, თუმცა, მას შეუძლებლად მიაჩნია ეს ტექნიკურად განხორციელდეს.

თუ ეს მოგვარდება მის გარეშე, ცხადია, მას სადაც სთხოვენ შეხვედრას, არანაირი წინაპირობა არ აქვს, გარდა მზაობისა, ის გამოთქვამს თანამშრომლობის სურვილს ნებისმიერ გარემოში – ეს იქნება საპატრიარქო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, გორის ჰოსპიტალი თუ ნებისმიერი ლოკაცია, ოღონდ დასრულდეს ეს დაპირისპირება,”- აცხადებს ეკა ხერხეულიძე.

ამ წუთებში, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი დედა, გიული ალასანია იმყოფება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g