საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა დღეს მედიკამენტები არ მიიღო, რაც ძალიან საშიშია.
მისივე თქმით, მას სურდა რომ კონსილუმს შეხვედროდა და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთად შეემოწმებინა, თუმცა ციხეში განუცხადეს, რომ სააკაშვილთან შესვლას სახალხო დამცველის შემდეგ შეძლებს.
„გუშინ არ შემიშვეს, ახლა არ ვიცი მიზეზი რა იყო, რომ მოვედი, დაახლოებით ერთი საათია აქ ვარ, მითხრეს მოიცადეო, ახლა მითხრეს, რომ სახალხო დამცველი შედის და შენ მერე შეგიშვებთო. ჩემი ინტერესი იყო, რომ კონსილიუმს შევხვედროდი და ერთად გვენახა ეს ყველაფერი.
დღეს ნამდვილად მინდა, რომ ვნახო პრეზიდენტი. აქედან არ წავალ თუ არ ვნახე პრეზიდენტი. ვიცი, რომ უფრო სუსტად არის. დღეს არ მიიღო მედიკამენტები, როგორც ვიცი ტელევიზიიდან და ადვოკატებისგან. ძალიან საშიშია, რომ არ იღებს მედიკამენტებს, სამი მედიკამენტია, რომელიც აუცილებლად უნდა მიეღო დღეს“, – განაცხადა პირადმა ექიმმა.