LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წლამდე ვითარების დაბრუნება სურთ, ჩვენი ამოცანაა, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდეს: ბოკერია

100
BeFunky-collage (2)

“მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წლამდე ვითარების დაბრუნება სურთ, ჩვენი ამოცანაა, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდეს”  – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია, სააკაშვილის განცხადებას, რომ ხვალ ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, გეგმას წარადგენს.

“ხვალ გავაკეთებ მიმართვას ჩემი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით” – სააკაშვილი

როგორც ბოკერია ამბობს, „ევროპული საქართველოს“ გეგმები ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლის საკითხს არ უკავშირდება.

„ჩვენი გეგმა უკავშირდება არა ვინმეს ჩამოსვლას ან არჩამოსვლას, მუქარას, არამედ ამ ქვეყნის მომავალს, გარდამტეხ ცვლილებებს, რომელიც გვჭირდება და სწორ გზაზე დადგომას, სწორი კომპასით, რომ ადამიანების ცხოვრება გაუმჯობესდეს ყველა მიმართულებით და ეს პოლიტიკური მარაზმი, რაც ივანიშვილმა შექმნა, დასრულდეს.

დევნა ყველასი უნდა დასრულდეს, მაგრამ ჩვენი გეგმები არ არის დაკავშირებული ერთ კაცთან ან ვინმეს დაბრუნებასთან, მთელი ქვეყნის მომავალთან არის დაკავშირებული. როგორც ჩანს, ამ კაცს, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა 2012 წლამდე ვითარების დაბრუნება და ივანიშვილს სურს, დღევანდელი ვითარების შენარჩუნება, სადაც უკიდეგანო ძალაუფლება აქვს და ხალხი ფეხებზე კიდია.

„ევროპული საქართველოს“ ამოცანაა, მომავალზე, გარდამტეხ ცვლილებებზე, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდეს და ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარ მომავალზე თვითონ იზრუნონ “, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, მიხეილ საააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის მოსახლეობას ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ ქვეყანაში ბრუნდება. ვიდეომიმართვა ქართულმა ოცნებამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე გააზიარა წარწერით “Miha hamodiii”.

I`ll be back: მართლა დაბრუნდება თუ არა „ტერმინატორი“ – სააკაშვილის სერიალი თუ გმირობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g