LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილს შიმშილობა რომ გაეგრძელებინა, ეს შედეგი შეიძლება სამოქალაქო კლინიკაშიც დამდგარიყო, ამიტომ უნდა ვუმკურნალოთ: ბექა დავითულიანი

258
untitled

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სააკაშვილმა გონება დაკარგა “ქართული ოცნების” წევრი ბექა დავითულიანი ეხმაურება.

“ეჭვქვეშ იმას კი არ ვაყენებდით, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება დამძიმებულიყო, ეჭვქვეშ ვაყენებდით იმას, რომ სამოქალაქო კლინიკას უფრო მეტი გამოცდილება აქვს მოშიმშილე პატიმრის მართვის, ვიდრე პენიტენციური სისტემის სამკურნალო დაწესებულებას – შიმშილობა რომ გაეგრძელებინა, ეს შედეგი შეიძლება სამოქალაქო კლინიკაშიც დამდგარიყო, ამიტომ უნდა ვუმკურნალოთ”,-აღნიშნა დავითულიანმა.

მისი თქმით, პენიტენციურ სისტემას შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება აქვს და იქ სააკაშვილს შესაბამის დახმარებას აღმოუჩენენ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა. მისი ინფორმაციით, სააკაშვილი საკაცით გაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g