საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება და კიევში ჩასვლას სურს, რათა უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელოს, ამის შესახებ „ბიბისის“ რუსულენოვანი ბიურო წერს.
მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ მოქალაქეობის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მისი ოპოზიციაში გადასვლისა და საპროტესტო აქციებისთვის მზადების გამო მიიღო, ამ გადაწყვეტილებით კი პოროშენკომ „კონსტიტუციას შეაფურთხა“.
„როგორც კი მიხვდნენ, რომ ჩვენ, ოპოზიცია ვერთიანდებით, რომ შემოდგომაზე გავიდეთ ქუჩაში საპროტესტო აქციებით, შიშმა საღ აზრს აჯობა,“ – დაწერა სააკაშვილმა „ფეისბუქზე“.