ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის ძალიან სუსტად გამოიყურება.
„ბოლო დროს ხშირად მიწევს შესვლა და ადამიანი თვალსა და ხელს შუა დნება. დასუსტებულია და მე რაც მომეჩვენა იმას ვამბობ, რამდენ ხანს გაუძლებს ასე არ ვიცი. მე ასეთ რამეს მოვკარი ყური, თუ ეს მისი ჯანმრთელობის ბრალია, ანუ ეს თუ მისგან დამოუკიდებლად ხდება მისი ასეთი დასუსტება, მაშინ ეს ძალიან საგანგაშოა. მე ასევე გამიგია, რომ სპეციალურად აკეთებს ამას. თუ თავად აკეთებს, მე მინდა გითხრათ, რომ მე ვცდილობ ხოლმე ვიმარხულო და ასე არ გამომდის, ასე ვერ ვისუსტებ თავს“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.
მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანაზე თანახმაა