ყველასთვის საყვარელი სპორტსმენი, წარმატებული კალათბურთელი ზაზა ფაჩულია მოქალაქეებს ოჯახთან ერთად ახალი 2025 წლის დადგომას ულოცავს. უკვე წლებია, ზაზა ფაჩულია მეუღლესთან, „სუხიშვილების“ ყოფილ მოცეკვავე, თიკა ალავიძესთან და შვილებთან ერთად ამერიკაში, კალიფორნიაში ცხოვრობს და სოციალური ქსელის მეშვეობით უზიარებს სიახლეებს გულშემატკივრებს.
ფოტოები: „ბედნიერი ახალი წელი“ – თიკა ალავიძე და ზაზა ფაჩულია 2025 წლის დადგომას გვილოცავენ
გამოქვეყნებულმა ფოტოებმა დიდ მოწონება, თიკამ და მისმა ოჯახმა კი უამრავი მილოცვა მიიღეს.
საახალწლო ფოტოსესიასთან ერთად, ზაზა ფაჩულია საახალწლოდ მორთული ულამაზესი სახლისა და სუფრის კადრებს გვიზიარებს.
ზაზა ფაჩულიასა და თიკა ალავიძეს 4 შვილი: დათა, საბა, მარიამი და ნუცა ჰყავთ.