LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საახალწლო კოლექცია მაღაზიაში ”KOOKAI“

121

მაღაზია ”KOOKAI“ მომხმარებელს საახალწლო კოლექციას სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა აღნიშნა, ახალ ზამთრის კოლექციაში შედის ყველაფერი ის, რაც ქალბატონებს საახალწლო განწყობილებას გაუმხიარულებს.

”ჩვენთან მოსულ მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ზამთრის თბილი სვიტერები, რომელთა ფასიც 99 ლარიდან იწყება, ასევე გვაქვს კაბები, მათი შეძენა 180 ლარიდანაა შესაძლებელი, დიდი არჩევანია პალტოებზე, რომელთა ფასიც 450 ლარიდან იწყება”, – აღნიშნა მენეჯერმა.

მისივე თქმით, მაღაზიის მიზანია უზრუნველვყოს ახალგაზრდა ქალბატონები ხელმისაწვდომი ტანსაცმლით მათი გარდერობისთვის.

შეგახსენებთ, რომ ”KOOKAÏ” არის ფრანგული ბრენდი, მაღაზია პეკინის N2 მდებარეობს და 11:00-დან 22:00 საათამდე მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები