LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საახალწლო მენიუ, რომელიც წარმატებას მოგვიტანს

49

შეიძლება მწვანილი არც ისე გემრიელი საკვებია, მაგრამ საახალწლო სუფრაზე მაინც აუცილებელია. საქმე იმაშია, რომ სწორედ მწვანილი იზიდავს ფინანსებს. ასე რომ ნუ დაინანებთ მწვანილს და მოამზადეთ სხვადასხვა მსუბუქი სალათი, რათა ახალ წლის ღამეს სიმდიდრე და მატერიალური წარმატება დაიბედოთ. მათ ვისაც მწვანილი არ უყვარს, შეუძლია პარკოსანი მცენარეებით ჩაანაცვლოს, როგორც ამბობენ მათთაც საკმაოდ კარგად გამოსდით ფინანსების მიზიდვა.

სადღესასწაულო მენიუს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტია თევზი. თუ არასდროს გიცდიათ რთული კერძების მომზადება, მოიფიქრეთ მსუბუქი წასახემსებელი წითელი ან თეთრი თევზით, რადგან   თევზს წარმატებასთან ერთად სიმშვიდე და უსაფრთხოებაც მოაქვს.

საახალწლო მენიუს შემდეგი პუნქტია – ხილი, განსაკუთრებით ყურძენი და მანდარინი. მექსიკაში ყურძენს მთელი ახალი წლის ღამეს მიირთმევენ, რადგან სჯერათ, რომ მას წარმატება და სილამაზე მოაქვს. თუ ყურძენი არ გიყვართ, შეგიძლიათ ბროწეულით ჩაანაცვლოთ. მას კი, ვისაც ოჯახის შექმნა სურს, მენიუში ლეღვიც უნდა დაამატოს, რადგან ის ნაყოფიერების და სიამოვნებით სავსე ცხოვრების სიმბოლოდ ითვლება.  

აუცილებლად შეიტანეთ თქვენს მენიუში ბურღულეული, რადგან სწორედ მას მოაქვს ჯანმრთელობა და მხნეობა. სადღესასწაულო სუფრას ყველაზე მეტად ბრინჯისგან მომზადებული კერძი მოუხდება, საკმარისი ნახშირწყლების მიღების შემდეგ კი, არ დაგავიწყდეთ დესერტი. კარგი იქნება თუ მრგვალი ტორტით გააცილებთ ძველ წელს, რადგან წრე წლის სრული ციკლის სიმბოლოა.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები