LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საახალწლო საჩუქარი ეს არის!

628
პალიტრა-L

ახალი წელი ყოველთვის სადღაც შორიდან იწყება. თავიდან თითქოს მხოლოდ ატმოსფერო იცვლება – პირველივე სუსხში ისეთი სიმყუდროვე ირევა, თითქოს სამყაროს სურს, რაღაც განსაკუთრებულისთვის მოგვამზადოს. და იმ მომენტში ყველა ვხვდებით: დიახ, ჯადოსნობა ბრუნდება.

ეს ის პერიოდია, როცა უფროსები ბავშვებად, ბავშვები კი ნამდვილ ჯადოქრებად იქცევიან; როცა სურვილებს უფრო ხშირად ჩაიფიქრებენ ხოლმე, ადამიანები ერთმანეთის პატარა სასწაულები ხდებიან.

ამ განსაკუთრებულ დროს ერთი რამ თითქმის ყველას გვაერთიანებს: სურვილი, სხვებისთვის რაიმე დიდი, გულწრფელი, სითბოთი სავსე საჩუქრის ჩუქებისა. მაგრამ სრულყოფილი საჩუქრის ძიება ზოგჯერ ისეთივე რთულია, როგორც ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის პოვნა ღამის ცაზე. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა გამომცემლობამ „პალიტრა L“ წელს თავად გახდეს თქვენი მეგზური და შობისა და ახალი წლის სასწაულები პირდაპირ თაროებიდან მოგაწოდოთ. ვინც უნდა იყოთ, ქვეყნის რომელ რეგიონშიც უნდა იმყოფებოდეთ და ვინც უნდა იყოს თქვენი ადრესატი – საახალწლო საჩუქარი ეს არის!

ბავშვობაში ხომ გვჯეროდა, რომ ზღაპრები შორეულ სამყაროში ხდებოდა – სადღაც იქ, სადაც დრო და სივრცე სხვანაირად მოქმედებს. მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით, მივხვდებით, რომ ყველაზე საოცარი ამბები ხშირად აქვე, ჩვენს სახლთან, ჩვენს ეზოში, ჩვენს ქალაქში ხდება.

გიორგი კეკელიძის „კუპატას თავგადასავალი“ სწორედ ასეთი ისტორიაა – ამბავი ბათუმზე, ზღვის ხმაურზე, იასამნისფერი პლანეტიდან ჩამოსულ კეთილ ცუგაზე, რომელიც მეგობრობას, დაცვის სურვილსა და სიკეთეს დათესავს ჩვენს გულებში. კუპატა იქცა იმ ჯადოსნურ არსებად, რომელიც ყველას გვახსენებს: ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შეიძლება იმალებოდეს სასწაული.

სურვილების ძალას კიდევ ერთხელ გვიჩვენებს ქეთრინ რანდელის „ერთი საშობაო სურვილი“ – თეოს სიყვარულითა და გულწრფელობით სავსე ამბავი, სადაც ნაძვის ხის სათამაშოები ცოცხლდებიან, ფერები იცვლება და შობა ნამდვილ, ხელშესახებ ჯადოქრობას ჰგავს. აქ ერთი უბრალო სურვილის ძალა სრულიად ახალ სამყაროს ქმნის.

და როგორ წარმოვიდგენდით ახალ წელს მაკნატუნას გარეშე? ალექს სმიტის „მაკნატუნა და თაგვების მეფის საშობაო საიდუმლოები“ ბავშვობაში ნანახ ფიგურას გვახსენებს – იმ ჯარისკაცს, რომელიც თითქოს ყველა ნაძვის ხიდან გვიყურებს და მოთმინებით ელოდება, როდის დავიჯერებთ, რომ მისი სამყარო რეალურია.

შობას რწმენა ქმნის. სწორედ ესაა მეთ ტავარესის „დაშერის“ მთავარი მესიჯიც: სასწაულები ხდება მაშინ, როცა გჯერა!

„პალიტრა L“-ის თაროებთან მისული ადამიანი მაშინვე იგრძნობს, რომ აქ ყველასთვის მოიძებნება სასურველი წიგნი.

მაგალითად, თუკი თქვენს ადრესატს აღაფრთოვანებს ისტორია, ნივთების შეგროვება და მატერიალური მემკვიდრეობა, მაშინ „პალიტრა L“-ის ქართული მონეტების ოქროს კოლექცია ნამდვილად შეუდარებელი არჩევანია – პატარა ლითონის რგოლებში ჩაქსოვილი ისტორია.

ხელოვნების მოყვარულებიც ბევრ საინტერესო არჩევანს წააწყდებიან „პალიტრა L“-ის  თაროებზე – „მუზეუმები“ – ხელოვნების სამყაროს შემკვრელი ვიზუალური ენციკლოპედია, რომელიც პარიზის, რომის, სანქტ-პეტერბურგის, ლონდონისა და სხვა ქალაქების მუზეუმებში გამოგზაურებთ. ანდაც „დიდი მხატვრები“ – წიგნი, რომელიც დიდოსტატების შედევრებს მთელი თავისი სისავსით წარმოგიდგენთ.

პალიტრა L-ის ბავშვების განყოფილება ცალკე სამყაროა. ძმები გრიმები, დისნეის კლასიკური ზღაპრები, ხმოვანი წიგნები – ყველაფერი, რაც მოზარდის წარმოსახვას განავითარებს და ახალი სამყაროების კარს გაუხსნის.

სასწაულების გარდა, ახალი წელი ახალი გადაწყვეტილებების მიღების, ახალი მიზნების დასახვისა და ცხოვრების შეცვლის საუკეთესო მომენტია.

თუ გსურთ, რომ წლის პირველი ფურცელი არა უბრალოდ კალენდარში, არამედ შინაგან სამყაროშიც გადაშალოთ, მაშინ „ლურჯი ოკეანის“ სერია თქვენი შესანიშნავი გზამკვლევი იქნება.

ერთი წელი აზროვნების შესაცვლელად”, „ატომური ჩვევები”, „ცხოვრება შიშს მიღმა” – ეს წიგნები მკითხველში აუცილებლად აღძრავს კითხვას: „რა ახდენს ჩემს ცხოვრებაში რეალურ ცვლილებებს?“ გასწავლის როგორ დაამარცხო საკუთარი შიშები, ჩამოიყალიბო ჯანსაღი ჩვევები, იფიქრო უფრო ფართოდ და გაბედულად. ახალი წელიც ხომ სწორედ ამის შესაძლებლობაა – ახალი ფურცლის გაშლის.

ხანდახან ადამიანს საკუთარი სამყაროს შექმნა სურს, მაგრამ ვერ ბედავს, ჯერ კალამი აიღოს ხელში, შემდეგ კი პირველი წინადადება დაწეროს.

სკრიპტორიუმი“ – მწერლობის, სტილისა და შემოქმედებითი აზროვნების სერია – სწორედ ასეთ ადამიანებს დაეხმარება.

ანაგენისი“ განახლებას ნიშნავს, ახალ წელსაც, დაგვეთანხმებით, შესანიშნავად შეეფერება ეს სახელი. თუ გიზიდავთ ანტიკური ეპოქა, გაინტერესებთ როგორ დაიდეს ანტიკურმა მითებმა და პერსონაჟებმა ბინა თანამედროვე, პოსტმოდერნისტულ ლიტერატურულ სიბრტყეზე, მაშინ ამ სერიის წიგნები ნამდვილად დაამშვენებდა თქვენს თაროებს, სხვა საჩუქრებს შეიძლება ვადა ჰქონდეთ – ტექნიკას, სათამაშოს, აქსესუარებს –  მაგრამ წიგნი არასოდეს ბერდება. წიგნი – ცოცხალი სამყაროა და ყველაზე საოცარი ისაა, რომ ერთი წიგნი სხვადასხვა ადამიანისთვის სრულიად განსხვავებულ განცდებად იქცევა.

ახალი წელი სწორედ ის დროა, როცა საკუთარ თავსაც და საყვარელ ადამიანებსაც შეგვიძლია ვაჩუქოთ ახალი ცოდნა, ახალი იდეები, ახალი შთაგონებები.

„პალიტრა L“-ის თაროები წელსაც სავსეა ჯადოსნური სამყაროებით. ისეთი სამყაროებით, რომლებიც ნაძვის ხის ქვეშ მოთმინებით დაგელოდებიან – სანამ იგრძნობენ, თუ როგორ გადაშლი მათ ფურცლებს და როგორ დაიწყება ახალი თავგადასავალი.

შობა-ახალი წელი სითბოს, ჩახუტებების, მადლიერების და სიყვარულის დროა. და ამ სიყვარულის გადაცემის საუკეთესო გზა კვლავ იმ წიგნებშია, რომლებიც მზესავით ანათებენ ზამთრის სუსხიან ღამეს.

აჩუქეთ არა უბრალოდ წიგნები არამედ – სამყაროები. ყველაზე დიდი სასწაული სწორედ იქ ცხოვრობს, სადაც სიტყვები სიცოცხლეს იძენენ. გახსოვდეთ, ახალი წლის მოლოდინში, საკითხავი ეს არის!

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g