1 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით ICI PARIS-ში საახალწლო ფასდაკლებებია. ამის შესახებ ”ფორტუნას” კომპანიის მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხატია შამუგიამ განუცხადა.
მისივე თქმით, ფასდაკლება ვრცელდება ყველა სახის პროდუქციაზე. ”ფასდაკლებები იწყება 20%-იდან. გარდა ამისა, კომპანია გთავაზობთ უამრავ საჩუქარსაც. მაგალითად, 50 ლარის შენაძენის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 2016 წლის გათამაშების ბილეთს,”- განაცხადა შამუგიამ.
შამუგიას ინფორმაციით, გათამაშება 25 იანვარს 18:40 საათზე ”რუსთავი 2″- ის პირდაპირ ეთერში გაიმართება. ICI PARIS-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ მოიგონ: ავტომობილი (ფიატ ლინეა), 1000-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი, 2-კაციანი საგზური შარმ-ელ -შეიხში, ლეპტოპები და სხვა პრიზები.