LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საახალწლო საჩუქრების შეძენის მსურველებს ბანკი “რესპუბლიკა” განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

196
საახალწლო საჩუქრების შეძენის მსურველებს ბანკი “რესპუბლიკა”  განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.
როგორც “ფორტუნას” ბანკში განუცხადეს, წინასაახალწლო სეზონი ბანკ რესპუბლიკაში უკვე დაიწყო. “საინტერესო სიახლე გვაქვს მათთვის ვისაც სურს შეიძინოს წინასაახალწლო საჩუქრები, იქნება ეს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ტელევიზორები თუ კომპიტერები. მათ ექნებათ შესაძლებლობა  ბანკი “რესპუბლიკას” საუკეთესო პირობების განვადებით ისარგებლონ. მომხმარებლებს ელით სიურპრიზიც. მხოლოდ ერთი დღე,  შაბათს, 19 დეკემბერს ყველა ვინც ისარგებლებს ბანკ “რესპუბლიკის” განვადებით მიირებს ბანკის ბრენდირებულ  საჩუქარს.”- განაცხადეს ბანკ “რესპუბლიკაში.”
მომხმარებელი, რომელიც ბანკ “რესპუბლიკას” საუკეთესო პირობების განვადებას გააფორმებს,  ბრენდირებულ საჩუქრებს, ასევე “რონიკოს”, “ისი პარის” და “ართ-თაიმის” 20%-იანი ფასდაკლების ბარათებს მიიღებს “ტექნო ბუმის” მაღაზიათა ქსელში (თბილისი + რეგიონი), “ელიტ ელექტრონიქსის” მაღაზიათა ქსელში (თბილისი + რეგიონი), სავაჭრო ცენტრ “კიდობანში” (თბილისი), საამშენებლო და სარემონტო  მასალების მაღაზიაში „გორგია“ (თბილისი) და  “კარფურში” (თბილისი მოლი).
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g