სულ რამდენიმე დღეა სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“ ახალი წლის სათამაშოების ჯიხური სახელწოდებით „Neart” გამოჩნდა.
როგორც „ფორტუნა პლუსთან“ საუბრისას სათამაშოების დიზაინერმა ისაუბრა, ყველა მათგანი ხელნაკეთია და მასზე რამდენიმე ქართველი დიზაინერი მუშაობს.
„ჩვენ გთავაზობთ საახალწლო ხელნაკეთ სათამაშოებს და აქსესუარებს.მასალად ძირითადად ხეს და თექას ვიყენებთ, ვცდილობთ, ორიგინალურობით მომხმარებელს თავი დავამახსოვროთ. სათამაშოები მრავალფეროვანია, გვავქს ფიფქები, რომელთა ფასიც 2 ლარიდან იწყება, გაცილებით დიდი სათამაშოების ფასი მაქსიმუმ 25 ლარია“, – აღნიშნა დიზაინერმა.
ამ ჟამად, “Neart” მაღაზია არ აქვს, დიზაინერის თქმით, ახლო მომავალში იგეგმება მაღაზიის გახსნაც, თუმცა მანამდე მსურველებს საახალწლო აქსესუარებისა და სათამაშოების შეძენა „თბილისი მოლში“ შეგიძლიათ, ასევე გაქვთ შესაძლებლობა სასურველი სათამაშო ონლაინ შეიძინოთ.