რესტორანი „ბერმუხა“ 31 დეკემბერს სტუმრებს გრანდიოზული კონცერტით უმასპინძლებს.
როგორც „ფორტუნა პლუსთან“ საუბრისას რესტორნის მენეჯერმა აღნიშნა, 31 დეკემბრის ღამე სტუმრებისთვის დაუვიწყარი იქნება.
„ისინი ვინც გადაწყვეტენ 2017 წლის შემობრძანება ჩვენთან ერთად აღნიშნოს, „ბერმუხა“ ამისთვის მზად არის“, – აღნიშნა მენეჯერმა.
მისივე თქმით, საახალწლო კონცერტზე იმღერებს: თიკა მახალდიანი, გიორგი ცხვარიაშვილი, მარიამ ხუცურაული, მერაბ ამზოევი და ლევან ჯორჯიაშვილი.
ამას გარდა, მენეჯერის თქმით, გელოდებათ უამრავი სიურპრიზი და გათამაშებები, რაც შეეხება ბილეთის ფასს იგი 120 ლარს შეადგენს, რომელშიც კონცერტზე დასწრების გარდა შედის საახალწლო მენიუ.
„გვეწვიეთ, ჩვენთან ერთად გატარებული ახალი წლის საღამო არასდროს დაგავიწყდებათ“- აღნიშნა მენეჯერმა.
შეგახსენებთ, რომ რესტორან „ბერმუხას“მისამართია: აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი.