შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ავტორიზაციის საკითხს ავტორიზაციის საბჭო ხელახლა განიხილავს.
გადაწყვეტილება განათლების ხარიხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან არსებულმა სააპელაციო საბჭომ დღეს, 15 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მიიღო.
საბჭოს წევრების განმარტებით, საქმეში არსებობს გარკვეული ახალი გარემოებები, რომლებზეც აუცილებელია, ავტორიზაციის საბჭომ იმსჯელოს.
ავტორიზაციის საბჭომ 20 აგვისტოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 1 წლით შეუზღუდა ახალი სტუდენტების მიღება, რის მიზეზადაც სახელმწიფოს მიმართ უნივერსიტეტის დავალიანება დაასახელა.
ავტორიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება სასწავლებლის ბალანსზე არსებული ფინანსური დავალიანების გამო მიიღო, რომელიც უნივერსიტეტმა 27 აგვისტოს დაფარა. დავალიანების განულების შემდეგ სტუდენტები და ადმინისტრაცია შეზღუდვის გაუქმებას ითხოვდნენ.