LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარჩევნო ადმინისტრაციამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლებს საარჩევნო სიახლეებსა და ტექნოლოგიებზე ინფორმაცია მიაწოდა  

419
გიორგი კალანდარიშვილი

საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც საარჩევნო სიახლეებისა და ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა დღეს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში გაიმართა. 

საინფორმაციო შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მან არჩევნების მოდერნიზების, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და მათი დანერგვის მნიშვნელობის შესახებ, დეტალურად ისაუბრა.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა საქსტატის თანამშრომლებისთვის ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო. 

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და ცესკოს თავმჯდომარემ მონაწილეთა კითხვებს ამომწურავად უპასუხა. 

შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა იმიტირებული კენჭისყრა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლებმა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის ელექტრონული აპარატების მუშაობა, პრაქტიკაში გამოცადეს.