LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით პროექტი ვენეციის კომისიაში განმეორებითი დასკვნისთვის გაიგზავნება

39
1604518196-196875-2020-12-11-19-34-01-614348

საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის გეგმაა, რომ მომავალი კვირიდან დაიწყოს პროექტის საკომიტეტო მოსმენები ხოლო 24 მაისის კვირაში პლენარულ სხდომაზე იყოს პირველი მოსმენა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფს შეუერთდნენ პარლამენტში ახლახან შესული პარტიები და ცალკეული დეპუტატები. პაპუაშვილის განცხადებით, ჯგუფი საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელებაზე იმუშავებს და ბაზისურ დოკუმენტად იმ კანონპროექტს აიღებს, რომლის პარლამენტში ინიცირება მარტში მოხდა.

მისივე განმარტებით, მომდევნო კვირაში საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით პროექტი ვენეციის კომისიაში განმეორებითი დასკვნისთვის გაიგზავნება. როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, აღნიშნულ საკითხზე ხვალ პარტიები კიდევ ერთხელ იმსჯელებენ.

“ჩვენ ბაზისად ვიღებთ ცვლილებების იმ პროექტს, რომელიც მარტში სამუშაო ჯგუფის მიერ არის ინიცირებული და რომელზეც უკვე არის ვენეციის კომისიისა და ოდირის დასკვნა. იცით, რომ ვენეციის კომისიამ მოიწონა ეს პროექტი”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g