თინა ხიდაშელი ამბობს, რომ საარჩევნო კამპანიიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით დავა მისთვის გაუგებარია და იმედოვნებს, რომ ამ თემაზე უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები გაიმართება.
“კანონს არა აქვს არავითარი საიდუმლოებები და ფარული მუხლები, ამიტომ მე საერთოდ არ მესმის, აქ დავა რაზეა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კონსულტაციები შედგება, წარმატებით დასრულდება და ეს წარმოუდგენელი სპეკულაცია არარსებულ თემაზე, არარსებულ დავაზე დასრულდება. პოლიტიკური პარტიები მუდმივად საარჩევნო კამპანიის რეჟიმში არიან იმის მიუხედავად, არჩევნების თარიღი გამოცხადებულია თუ არა, პარტიას, რომელიც არჩევნებისთვის მზადებას იმ დღიდან იწყებს, რა დღესაც მას გამოუცხადებენ, რომ ზეგ არჩევნებია, არანაირი წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეს. სიმართლე გითხრათ, არ მესმის, საერთოდ რაზე ვკამათობთ”,- განაცხადა ხიდაშელმა.
