LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს მეორე მოსმენით დაუჭირეს მხარი

67
პარლამენტიიიიი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

სხდომას, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები და მესამე სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილი თანხმდებიან, რომ კანონპროექტში ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციები გათვალისწინებულია.

ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ რამდენიმე დეტალი, რომლებიც შედეგზე გავლენას იქონიებს, განსახილველი დარჩა. პროექტს მხარი არ დაუჭირეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.

შეგახსენებთ, რომ „საარჩევნო კოდექსის“ პლენარულ სხდომაზე განხილვამდე, კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g