LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარჩევნო პროცედურა ნორმალურად მიმდინარეობს: ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე

74
galeri

თვითმმართველობის არჩევნებზე ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარის, მიხაელ გალერის განცხადებით საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

“ზოგადად საარჩევნო პროცედურა ნორმალურად მიმდინარეობს” – მიხაელ გალერი

როგორც ევროპელი დიპლომატი აცხადებს, უბნების გახსნამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ყველა საჭირო მასალა იყო ხელმისაწვდომი, პერსონალი კი ადგილზე იმყოფებოდა.

“ბევრი საარჩევნო უბანი მეორე სართულზეა განთავსებული და რთულად ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ასე რომ, მცირე პრობლემა არის” – აცხადებს გალერი.

ევროპარლამენტის დელეგაციის თამჯდომარემ, საქართველოს მესამე პრეიდენტის დაკავების საკითხზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს საკითხი მისი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებს სცდება.

“ეს არის მოვლენა, რომელსაც ექნება, ან არ ექნება გავლენა. ასე რომ, ჩვენ ვერ გავაკეთებთ ამაზე კომენტარს იმ როლის გათვალისწინებით, რომელიც აქ გვაკისრია”, – განაცხადა გალერმა.

 

magti 5g