LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარჩევნო რეფორმაზე ვენეციის კომისიის დასკვნა შესაძლოა, დღეს გახდეს ცნობილი: იოსელიანი

66
BeFunky-collage (1)

საარჩევნო რეფორმის მიმართულებით, „საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მიღება გარკვეული ვადით გადაიწევს. “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერის, ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის ინფორმაციით, ახალ საარჩევნო რეფორმაზე ვენეციის კომისიის დასკვნა შესაძლოა, დღეს გახდეს ცნობილი. შესაბამისად, როგორც იოსელიანმა ჟურნალისტებს განუმარტა, იმის გამო, რომ ინიცირებული პროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნა და ამ დრომდე მის დასკვნას ელოდებოდნენ, მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება, პროექტის მიღების ვადის გადაწევის თაობაზე.

„ამას ემატება ისიც, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში შემოვიდა. აღნიშნული პროექტის განხილვაში მათი ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია. უპრიანია, ინიცირებული კანონპროექტი უფრო ფართოდ განვიხილოთ“. – აღნიშნა იოსელიანმა.

ცნობისთვის, საუბარია პარლამენტში ინიცირებულ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე, რომელსაც „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს.

საკითხზე რამდენიმე დღის წინ, საქართველოს სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ეხება სასამართლო რეფორმისა და მოსამართლეთა დანიშვნის საკითხებს, ვენეციის კომისიის მოსაზრებები გათვალისწინებული იყოს.

საქართველოს პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონი ვენეციის კომისიას 8 აპრილს გადაუგზავნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g