LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარსებო მინიმუმი 253 ლარი და 90 თეთრია – ოქტომბრის მონაცემები

47
სიღარიბე

2022 წლის ოქტომბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 253.9 ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 29.7 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

აღნიშნული თანხა საქართველოში საარსებო მინიმუმით არის დადგენილი, რომელიც ერთმა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცმა თვის განმავლობაში უნდა იმყოფინოს.

მაჩვენებელი სექტემბერთან შედარებით 6.6 ლარით არის გაზრდილი.

საქსტატის ცნობით, ოქტომბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 224.9 ლარი იყო, რაც 26.4 ლარით აღემატება 2021 წლის ოქტომბრის მაჩვენებელს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები