LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარსებო მინიმუმი 255 ლარამდე გაიზარდა – საქსტატი

143
სიღარიბე (1)

2022 წლის ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა წელთან შედარებით 31.4 ლარით გაიზარდა და 255.1 ლარი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მაჩვენებელი ოქტომბერთან შედარებით 1 ლარით და 20 თეთრით არის გაზრდილი.

ამასთან, ნოემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 226 ლარი იყო, რაც 27.9 ლარით აღემატება 2021 წლის ნოემბრის მაჩვენებელს.

საარსებო მინიმუმი არის ერთ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები