LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საათების კოლექციაზე საუბარი მე არ მინდა, ვადამდელ არჩევნებზე ღარიბაშვილს და აბა, რაზე უნდა ვესაუბროთ? ვაცლით გადმოდგას ნაბიჯი – თაკო ჩარკვიანი

86
BeFunky-collage (7)

პლებისციტში ცუდი არაფერია, თუ ნორმალური საარჩევნო სისტემის დროს ჩატარდება, – ასე უპასუხა “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” კითხვას – განიხილება თუ არა “ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკებაზე, პლებისციტის საკითხი, თუ ოპოზიციაში ამ საკითხზე ერთსულოვანი თანხმობა იქნება.

“თუ ისევ ჟვანიამ და ღარიბაშვილმა ჩაგიტარა, გინდ პლებისციტი დაარქვი და გინდა არჩევნები. ამიტომ ვღელავთ ოპოზიცია. არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოს რადიკალურად ვამბობ. პრევენციულად იმიტომ ვამბობთ ამ ყველაფერს, რომ “ქართული ოცნების” ტყუილების გამოცდილება გვაქვს.

ზუსტად იმიტომ, რომ არეულობა არ გვინდა, თანმიმდევრულები ვართ. ღარიბაშვილს ან ჟვანიას როგორ უნდა ენდო. ამიტომ გასაღები არ არის ოპოზიციის ხელში. ვაცლით, რომ ხელისუფლებამ გადმოდგას ნაბიჯი, მაგრამ დღეს რომ ჩვენ პრემიერი დავინახეთ, იმას რაზე უნდა ვესაუბროთ, ახლა საათების კოლექციაზე საუბარი მე არ მინდა, ვადამდელ არჩევნებზე ღარიბაშვილს და აბა, რაზე უნდა ვესაუბროთ.

გეფიცებით, უბედნიერესი ვარ, რომ ამხელა ყურადღება დავიმსახურეთ, ძალიან ვღელავდი რვაწლიანი სიჩუმით - თაკო ჩარკვიანი

"ჩვენ არ მივცემთ საბაბს და სალაპარაკოს ისეთ პრემიერ, როგორიც ღარიბაშვილია, რომ რაიმე მოიმიზეზოს".

ახლა არაფრით წამოვეკიდებით ღარიბაშვილის პროვოკაციებს. თუ ვინმე სიხისტეს იჩენს, ეს დღევანდელი პრემიერია, თუ ის იმას ეძახის დათმობას, რომ ქართული სახელმწიფო დავთმოთ და გავრილოვსა და რუსეთს გადავებაროთ, ამას ვერ ეღირსებიან. “- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხელისუფლების ოპონენტები ისევ დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ. თაკო ჩარკვიანის თქმით, ჯერჯერობით, ოპოზიციის მიერ დაანონსებული ყველა აქცია ძალაში რჩება, თუმცა თუ “ოცნებასთან” დიალოგი დაიწყება, სამოქმედო გეგმა შეიცვლება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები